გერგეტულა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გერგეტულა – სამების ხატობაში წარმოსათქმელი რიტუალური სიმღერა. „დიდია წმინდა სამება ცისკიდურამდე ელავსო, თავის ყმის გამჯაგრებელსა ნაბადივითა სთელავსო“... ხშირად ტექსტში სამების ადგილას წმ. გიორგი გვხვდება. გერგეტულა სოფლის სახელიდანაა ნაწარმოები: გერგეტი – გერგეტულა; საწესო სადიდებო, იქვე მაღალ მთაზე მდებარე X–XI ს. ტაძარში შესასრულებელი.
გერგეტულა მოხსენებულია ალ. ყაზბეგის „ხევისბერ გოჩაში“; „ერთბაშად ხალხი შეინძრა, გაისმა „გერგეტულას“ სიმღერა და გრგვინვასავით ბანის მიმცემმა ხალხმა ქუდები მოიხადა. არსებობს მე-14 საუკუნის სიგელი, რომლის მიხედვით გერგეტელებს დავალებული პქონიათ სამების დაცვა და სამსახური. მოხევეები მოწიწებით ეპყრობოდნენ თავიანთ შესანიშნავ ძეგლს და მის სახელზე რიტუალური სიმღერაც შეუქმნიათ.
მ. ჩიქოვანი
ლიტერატურა
- ალ. ყაზბეგი, თხზ., 11, 1948, გვ. 275;
- ს. მაკალათია, ხევი, 1934, გვ. 227-33;
- პ. უმიკაშვილი, IV, 1964.