გერდერი იოჰან გოტფრიდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოჰან გოტფრიდ გერდერი

იოჰან გოტფრიდ გერდერი – (გერმ. Johann Gottfried Herder, 1744-1803), გერმანელი მოაზროვნე, თეოლოგი და კულტურის ისტორიკოსი, „შეტევისა და ქარიშხლის“ მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

ახალგაზრდობაში შტურმერების თეორეტიკოსი და ლესინგის მოწინააღმდეგე იყო, თუმცა გერდერიც ებრძოდა კლასიციზმს. იგი ხელოვნების ხალხის ცხოვრებასთან დაკავშირებას, დრამატურგიის საფუძველად ხალხურ ტრადიციებზე დაყრდნობას მოითხოვდა. უარყოფდა ანტიკური დრამის უპირატესობას, არისტოტელეს პოეტიკის აუცილებლობას, ფრანგულ კლასიციზმს, ვინაიდან არ იყო აგებული ხალხურ ტრადიციებზე, ბაძავდა ანტიკურის სტრუქტურას. შექსპირს, რომელიც არ იზღუდებოდა მხატვრული წესებით, თვლიდა იდეალურ დრამატურგად.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები