გველესიანი ალექსანდრე (პოეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე გველესიანი

გველესიანი ალექსანდრე (საშა) – (1968), პოეტი, მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; სხვადასხვა დროს მუშაობდა მსახიობად, მეტყველების პედაგოგად, ზესტაფონის კულტურის ცენტრის ახალგაზრდული და თოჯინების თეატრების რეჟისორად. არის სამი პოეტური კრებულის ავტორი.


* * *
მოვიდეს ვინმე, თუნდაც (რავი...)
ვინმე სულ უცხო,
მაგრამ ჩემსავით დაღლილი
და ჩემსავით ერთი,
ოთახში ენთოს ძველი ლამპა
და კედელს ეცხოს
ორიოდ ჩრდილი, გარეთ ღამემ
გაბედოს ღვენთი.
გავიცინებდით, რომ ზამთარი
მშვიდად დალღვება
და რომ გაუძლებს მარტოობა
მძიმე არტახებს,
ნახოს, უშენო, დასკდომამდე
ლურჯმა ძარღვებმა
როგორ გამთოკეს და უწყალოდ
გამამათრახეს.
მოვიდეს წვიმა და სარკმელიც
მძიმედ დაცვაროს,
თუნდ – ის ზამთარი, ჭიშკართან
რომ ზვავი მოჰქონდა,
თუნდაც მეჩხუბოს, გალეშილი,
გონგადამწვარი,
ოღონდაც ვინმე,
ოღონდ იყოს ვინმე,
ოღონდაც...;

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები