გია აბესაძის ქუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

გია აბესაძის ქუჩა – ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ქვემო უბანი), კოტე (კონსტანტინე) აფხაზის ქუჩიდან აბო თბილელის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის დასაწყისში. ამ ქუჩაზე იდგა კათოლიკეთა ეკლესია, ამავე უბანში ჰქონდა სახლი ამ ეკლესიის მოძღვარ ფილიპეს, რის გამოც ქუჩას ჯერ ფრანგების (ქართველები კათოლიკეებს ფრანგებს უწოდებდნენ), შემდეგ კათოლიკეების ქუჩა ერქვა (ამ სახელითაა შეტანილი 1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში). XX საუკუნის 20-იან წლებში — არუთიუნ საიათნოვას, შემდეგ პირველი მაისის ქუჩა დაერქვა, 1991 კი გია აბესაძის სახელი ეწოდა. ქუჩაზე არის წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკური ტაძარი (1804), სამეფო უბნის თეატრი, XIX საუკუნის II ნახევრის საცხოვრებელი სახლები. აქვს 2 ჩიხი (I ჩიხი — არუთიუნ საიათნოვას შესახვევი, II ჩიხი — ი. ივანიძის ჩიხი).


წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები