კარტოზია გივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გივი კარტოზია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გივი კარტოზია უმეტეს შეხვედრას წმინდად იგებდა

გივი კარტოზია - (1929 წლის 29 მარტს, ბათუმი 1998 წლის 3 აპრილი), ბერძნულ-რომაული (კლასიკური) სტილის მოჭიდავე. ოლიმპიური ჩემპიონი (1956 წლის მელბურნის XVI ოლიმპიური თამაშები (79 კგ) – ოქრო. 1960 წლის რომის XVII ოლიმპიური თამაშები (87) - ბრინჯაო).

სტუდენტთა მსოფლიო თამაშების (1951) და ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების (1953) გამარჯვებული, სსრკ-ის ოთხგზის ჩემპიონი (1952-55), ვერცხლისა (1956) და ბრინჯაოს (1950, 51) მედლების მფლობელი. სსრკ-ის ხალხთა I სპარტაკიადის (1956) ვერცხლის პრიზიორი. ქართველ სპორტსმენთა შორის მსოფლიოს პირველი ჩემპიონი. საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ვერცხლის პრიზი). სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის, ფილასა და ღირსების ორდენების კავალერი. 2001 წელს თბილისის სპორტის სასახლეს გივი კარტოზიას სახელი მიენიჭა.

გივი კარტოზიას შესახებ საქართველოში მრავალი ლეგენდა დადის, დაკავშირებული მის ფიზიკურ ძალმოსილებასთან და იშვიათ ზნეობრივ სიმაღლესთან. ჩვენ გვყოლია კარგი ფალავნები, დიდი ფალავნები, საუკუნის ფალავნები. გივი კარტოზია საუკუნის ფალავანი იყო. და არა მარტო იმის გამო, რომ პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია, თანაც - სამგზის ჩემპიონი; არც იმიტომ, რომ ერთერთმა პირველმა მოიგო ოლიმპიური ოქროდა საერთოდ - ყველა უმაღლესი სპორტული ჯილდოს მფლობელია. კარტოზია უწინარესად გამორჩეული იყო პიროვნული თვისებებით, სიკეთითა და ავკარგიანობით, პირდაპირობითა და სამართლიანობით, სიქველითა და სიდარბაისლით. ის იყო ფალავანთა დიდი საძმოს ლიდერი და სინდის­ნამუსი, კაცი, რომლის სიტყვასაც ლამის კანონის ძალა ჰქონდა.

სარჩევი

1956 წლის ოლიმპიური თამაშები

79 კგ, 10 მონაწილე
1. გივი კარტოზია (სსრკ)
2. დიმიტარ დობრევი (ბულგარეთი)
3. რუნე იანსონი (შვედეთი)

I წრე ­ ქულებით (0:3) წააგო რუნე იანსონთან (შვედეთი); II წრე ­ წმინდად (3,00) დაამარცხა უილიამ პატერსონი (ავსტრალია); III წრე ­ ქულებით (3:0) მოუგო გეორგ გურიჩს (უნგრეთი); IV წრე ­ ქულებით (2:1) გაიმარჯვა დიმიტარ დობრევთან (ბულგარეთი).

გივი კარტოზიას სპორტული ცხოვრება ძალზე წარმატებული გამოდგა და 1956 წელს ოლიმპიური ჩემპიონობით დაგვირგვინდა. ისე მოხდა, რომ უკვე დიდ სარბიელზე გასული გივი კარტოზია დამაჯერებლად იგებდა უმეტეს შეხვედრას, მათ შორის _ მსოფლიოს ჩემპიონატებზე და ოლიმპიურ თამაშებზე. მელბურნის ოლიმპიადაზე კარტოზია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის რანგში ჩავიდა. მის პოტენციურ მეტოქეთა შორის იყვნენ გამოცდილი და სახელოვანი სპორტსმენები – თურქი ათლი, იუგოსლავიელი სიმიჩი, ბულგარელი დობრევი, უნგრელი გურიჩი, თუმცა უპირველეს ფავორიტად მაინც კარტოზიას ასახელებდნენ. ათლიმ ორივე სასტარტო შეხვედრა წააგო და გამოეთიშა შეჯიბრებას. ბედმა უმტყუნა სიმიჩსაც. შვედ რუნე იანსონთან გამართული პირველი ბრძოლა ქულებით დათმო კარტოზიამაც, მაგრამ ამ მარცხს ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა: მომდევნო სამ მეტოქეს, მათ შორის - გურიჩსა და დობრევს გივიმ ქულებით მოუგო, ჯილდოდ კი ოლიმპიური ოქროს მედალი მიიღო.

1960 წლის ოლიმპიური თამაშები

87 კგ, 17 მონაწილე
1. ტევფიკ კიში (თურქეთი)
2. კრალი ბიმბალოვი (ბულგარეთი)
3.გივი კარტოზია (სსრკ)

იხილე აგრეთვე

გივი კარტოზია

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები