გიორგი ახვლედიანის ქუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ახვლედიანის ქუჩა

გიორგი ახვლედიანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვერა); ლეო ქიაჩელის ქუჩიდან ნიკო ნიკოლაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში. თბილისის 1884 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ახალი ქუჩა, შემდეგ დაერქვა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ასულის ანასტასიას (1901–1918) სახელი. ამ სახელითაა შეტანილი თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. 1923 წელს — სოფია პეროვსკაიას, 1990 წელს გიორგი ახვლედიანის სახელი ეწოდა.






წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები