გის-ატლასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გის-ატლასი – (GIS atlas), ელექტრონული ატლასი, რომელშიც რუკები, სქემები და სხვა გეოგამოსახულებები წარმოდგენილია გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის ფენების სახით. შესაძლებელია რუკების (ფენების) კომბინირება, შედარება, რაოდენობრივი ანალიზი და შეფასება. ხშირად ჩართულია ანიმაციური მოდულები, სამგანზომილებიანი მოდელირება.