გიულდენშტედტი იოჰან-ანტონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იოჰან-ანტონი გიულდენშტედტი – (1745-1781 წ.წ.), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი; 1768-1775 წ.წ. იმოგზაურა რუსეთის სამხრეთ ნაწილში სამხრეთის ბუგამდე, ინახულა ჩრდილო კავკასია, შემდეგ გადალახა კავკასიონის ქედი და გამოიკვლია საქართველო. მისი მოგზაურობის პერიოდში დაწერილი დღიურისა და ცალკეული შენიშვნებისაგან შედგა მისი ცნობილი ორტომიანი შრომა „მოგზაურობა რუსეთსა და „კავკასიონის მთებში“ (გამოც. 1787-1791 წ.წ.); ამ შრომას დღემდე არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. გიულდენშტედტი იძლევა ფაუნის, ფლორის, ლითონთა და მინერალთა აღწერას; საკმარისად დაწვრილებით ახასიათებს XVIII საუკუნის უკანასკნელი მეოთხედის მეურნეობის თითქმის ყველა დარგსა და ვაჭრობას, აგრეთვე მოსახლეობის ზნე-ჩვეულებებს. საინტერესო ცნობებს იძლევა იგი საქართველოს შესახებ.