გლდანი (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გალავანი - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, საგურამოს ქედის სამხრეთ კალთის ძირში, მცხეთიდან 15 კილომეტრზე.

გალავანი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ე. წ. ცხვრის გზაზე, თავდაპირველად იგი კახეთის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა. დავით აღმაშენებლის მიერ კახეთის შემოერთების შემდეგ გალავანი სამეფო სახლის განკარგულებაში გადავიდა, სოფლის ყმა-მამულის ნაწილი სამეფო სახლმა სვეტიცხოველს შესწირა. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ გალავანი კახეთის სამეფოს შემადგენლობაშია და მისი ყმა-მამულის დიდი ნაწილი კახეთის თავადთა შორის უწარჩინებულეს და შემძლებელ ჯანდიერის შვილებს ეკუთვნის, ხოლო ნაწილი – ისევ სვეტიცხოვლის მონასტერს.

1579 წელს კახთა მეფემ ალექსანდრე II სვეტიცხოველს განუახლა მამულები გალავანში, XVI-XVIII საუკუნეებში ჯანდიერის შვილებს გლდანის ყმა-მამულების ნაწილს გურამიშვილები ედავებოდნენ. კახეთის სამეფო კარი ცდილობდა სვეტიცხოვლისათვის წაერთმია ყმა-მამული და თავისი ვასალებისათვის გადაეცა. შუა საუკუნეების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის საფუძველზე გალავანი, ისე როგორც მთელი კახეთის სამეფო, შედიოდა რუსთველის სადროშოში, რპმელსაც რუსთველი ეპისკოპოსი უძღვებოდა. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ სოფელი ტფილისის გუბერნიის თიანეთის მაზრაში შევიდა.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები