გლეხურა ლეღვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გელხურა ლეღვი

გლეხურა ლეღვი გამოღმა კახეთის თითქმის ყველა მეკომურის სტუმარია; როგორც გამონაკლისი იგი გვხვდება აგრეთვე გაღმა მხარეშიც. ფართო გავრცელების გამო მან მიიღო თავისი სახელწოდება – გლეხურა.

გლეხურა ყინვების მეტად ამტანი ჯიშია, კარგად ჰგვარობს მწირე, ხრიოკ ნიადაგებზე, შესამჩნევად კარგად ეგუება აგრეთვე ზომიერ ტენიან ჰავას (გაღმა მხარე). გლეხურა იზრდება საკმაოდ ძლიერ ხედ. ხის ფორმა მეტად ცვალებადია – წვრილი ხშირი ტოტებით, შეფოთვლაც ხშირი აქვს. ფოთოლი წვრილი აქვს – ხუთთათა, საკმაოდ ღრმად დანაკვთული, ყუნწი საშუალოდ 8 სმ სიგრძისაა.

გლეხურა იძლევა გაზაფხულის გუდა ნაყოფს კაპრიფიგაციის გარეშე და ზაფხულის ნაყოფსაც თვითდამტვერვის შედეგად ინვითარებს.

ზაფხულის ნაყოფი მომრგვალო ფორმისაა, საშუალო სიმსხოსი ან წვრილი.

ყუნწი საშუალო სიგრძისა აქვს, მომწვანო-მოწითალო შეფერვის და ღია წითელი ფერის ქერტლით.

ნაყოფის კანი მუქი ლურჯია მთლად შავ ფერში გარდამავალი.

კანქვეშა სირბილე სქელი აქვს, უშუალოდ კანქვეშ მოთეთრო-მოწითალო შეფერვის.

თეთრი ნაყოფსაჯდომის ხორცი თანაბრად და საკმაოდ სქლად ეკვრის ნაყოფის ხორცს.

ნაყოფის გული მუქი წითელია, წითელი-ღვინისფერი მსხვილი თესლებით.

ნაყოფის მილი განიერია, ყავისფერი ქერტლით დაფარული. ნაყოფის სიმწიფისას მილი მთლად ღიაა ხოლმე, გემოს მხრივ მეტად მდარე ხარისხისაა, ნაკლებად შაქრიანი, ოდნავ მომჟავო. ნაყოფი ადვილად გადამწიფდება ხოლმე ხეზევე და ზედვე მჟავდება.

ნაყოფი ჩირის დასამზადებლად არ ვარგა – იძლევა ჭუჭყიან ფერის გამოფიტულ და წვრილნაყოფა ჩირს. მისი ნაყოფიდან შეიძლება დამზადდეს ყავის სუროგატი და გამოიხადოს სპირტი. საპერსპექტივო ჯიშად არ ჩაითვლება.


წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები