გლოსა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გლოსა – (ბერძნ. glossa – ენა, მეტყველება), გაუგებარი, მოძველებული სიტყვის, გამოთქმის თარგმანი ან განმარტება, რომელსაც ბერძენი და რომაელი მთარგმნელები თუ კომენტატორები ურთავდნენ განსამარტავ სიტყვას (ჩვეულებრივ, სტრიქონებს შორის ან ტექსტის აშიებზე). თავდაპირველად გლოსა ეწოდებოდა თვით განსამარტავ სიტყვას. გლოსების გამოყენება დაიწყეს საბერძნეთში ჰომეროსის პოემების შესწავლისას, შემდეგ კი ეს ხერხი გამოიყენეს (სხვა ევროპულ ენებშიც) ბიბლიის და, საერთოდ, საღვთისმეტყველო, აგრეთვე იურიდიული ტექსტების განმარტება-კომენტირებისას.

გლოსების დართვა ფართოდ იყო გავრცელებული სხვადასხვა ხასიათის ძველ ქართულ წერილობით ძეგლებშიც. მაგ: უძველეს ქართულ ტექსტებში გამოყენებული სიტყვა „ძნობა“ გიორგი მთაწმიდელისეულ თარგმანში ჩანაცვლებულია სიტყვით „სახიობა“, რომელსაც განმარტებისათვის გლოსად ახლავს სიტყვა „გალობა“ (ი. აბულაძე).

ი. ქერქაძე.


ლიტერატურა

აბულაძე ი., ძველი ქართულის ლექსიკიდან. – „იკე“, XII, თბ–1960.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები