გოტიკური კაპიტელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გოთიკური კაპიტელი-დან)
გოტიკური კაპიტელი − სვეტის კაპიტელის ტიპი, რომელშიც არ არის გამოყენებული კლასიკური არქიტექტურული ორდერების ელემენტები. გოტიკურ კაპიტელს ამშვენებს მრუდი ფორმის ხვეულები, რომლებიც სპეციალურად მხოლოდ მისთვისაა შერჩეული, აგრეთვე სხვადასხვაგვარი მცენარის ფოთლები. ძირითადად გამოიყენებოდა თაღების საყრდენებად.