გომისჯვრის კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გომისჯვრის კოშკი – კოშკი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომისჯვარში, სოფლის განაპირას, სამხრეთ დასავლეთით, ნასოფლარის სასაფლაოზე. ადგილი მოსახლეობის გადმოცემით, თარხნიშვილებს ეკუთვნოდათ. სტილისტური ნიშნებით განეკუთვნება XVII საუკუნეს.

აღწერილობა

კოშკი დაზიანებულია: პირველი სართული სანახევროდ მიწითაა ამოვსებული, სართულშუა გადახურვა და სახურავი ჩანგრეულია, აივნები აღარ აქვს (დარჩენილია აივნების კოჭების ბუდეები), მეოთხე სართულის აივანზე გასასვლელი კარი ამოშენებულია. შვიდსართულიანი კვადრატული კოშკი (7,15 X 7,15 მ; სიმაღლე 16,6 მ, კედლის სისქე 1,5 მ) ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია ნატეხი ქვაც. კოშკი ზემოთ თვალსაჩინოდ ვიწროვდება. შესასვლელი დასავლეთითაა, 3,5 მეტრის სიმაღლეზე, მეორე სართულის დონეზე. ამ სართულის ოთხივე კედელში ორ-ორი სათოფურია, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ დასავლეთ კედლებში ნიშებიცაა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთისაში - ბუხარი. სულ ზემოთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს თითო ნისკარტისებრი სალოდეა. სართულები ერთმანეთს ხვრელობებით და მისადგმელი კიბეებით უკავშირდებოდა.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები