გორგილაძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი გორგილაძე

გიორგი გორგილაძე − (George Gorgoladze), ქართველი დიპლომატი, 2008-2011 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში, მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში აკრედიტებულ გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, 2011-2016 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკა.

დაიბადა 23 დეკემბერი, 1953 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1970-1975 − თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგიური უცხო ენების სახელმწიფო ინსტიტუტი, ინგლისური ენის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება: 2004-2008 − საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე, პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი;
1996-2004 − საქართველოს კანცელარიის უფროსი სახელმწიფო მრჩეველი, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი;
1977-1996 − სხვადასხვა თანამდებობები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში: II მდივანი, მინისტრის თანაშემწე, პროტოკოლისა და საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი, მინისტრის მოადგილე − სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი;
1976-1977 − სააქციო საზოგადოება „ინტურისტი“, გიდი − თარჯიმანი.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული წოდებები და ჯილდოები:
2004 − ღირსების ორდენი;
1996 − სახელმწიფო საკლასო ჩინი: უფროსი სახელმწიფო მრჩეველი.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. (1993)

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები