გრაფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრაფი (ბერძ. γραφιο – ვწერ, ვხაზავ, ვხატავ) – წერტილთა სასრული სიმრავლე (გრაფის წვეროები), რომლის ზოგიერთი წყვილისათვის დადგენილია კავშირი (გრაფის წიბოები), ე.ი. გრაფი არის წვეროების (წერტილების) და წიბოების (კავშირების) სასრული სიმრავლე. წიბოები აკავშირებენ წვეროთა ზოგიერთ (შესაძლებელია ყველა) წყვილს, ამასთანავე წვეროთა წყვილები შეიძლება დაკავშირებული იყოს რამდენიმე წიბოთი.

გრაფების მაგალითებია: ქალაქების სიმრავლე (გრაფის წვეროები) და მათი შემაერთებელი გზები (გრაფის წიბოები); ელექტრული სქემის ელემენტები და მათი შემაერთებელი გამტარები.

ტერმინი პირველად გამოჩნდა დ. კენიგის სტატიაში და შემდეგ მისსავე მონოგრაფიაში (1936), რომელმაც იგი გადმოიღო შურის სტატიიდან (1912).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები