სასრული მათემატიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასრული მათემატიკა (დისკრეტული მათემატიკა) – კრებითი ტერმინი მათემატიკის მთელი რიგი დარგებისათვის, რომლებიც შეისწავლიან სასრული (ფინიტური) სიმრავლეების თვისებებს. სასრული მათემატიკა მოიცავს სასრულ გრაფებს, სასრულ ჯგუფებს, კომბინატორიკას, სასრულ გეომეტრიას, კოდირების თეორიას, გამოთვლითი სქემების გარკვეულ სახეობებს და სხვა დარგებს. სასრული მათემატიკა ფართოდ გამოიყენება უძველესი დროიდან; მისთვის დამახასიათებელია კვლევის საგანი, მეთოდები, ამოცანები და ამოცანების სპეციფიკა. ეს იმით არის განპირობებული, რომ კლასიკური მათემატიკის ძირითადი ცნებები ზღვრისა და უწყვეტობის შესახებ აქ არ გამოდგება და მრავალი ამოცანისათვის კლასიკური მათემატიკის ძლიერი მეთოდები, როგორც წესი, მიუღებელია.

სასრული მათემატიკის (დისკრეტული მათემატიკის) ქვედარგებია: კომბინატორული ანალიზი, გრაფთა თეორია, ფუნქციური სისტემების თეორია, მათემატიკური ლოგიკა და სხვა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები