გრაფთა თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრაფთა თეორიადისკრეტული მათემატიკის დარგი, რომელიც ობიექტებს შეისწავლის გეომეტრიული მიდგომით. მისი ძირითადი შინაარსია გრაფის შესწავლა. გრაფთა თეორიაში ერთ-ერთი პირველი ნაშრომი ეკუთვნის ეილერს, რომელმაც დაწერა სტატია კენიგსბერგის ხიდების შესახებ (1736), თუმცა 100 წლის განმავლობაში ეს ნაშრომი ერთადერთი რჩებოდა. მათემატიკის ამ დარგისადმი ინტერესი ჩამოყალიბდა XIX ს-ის შუა წლებიდან, უმთავრესად ინგლისში. გრაფთა თეორიის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებმა, რადგანაც მას იყენებენ სრულიად სხვადასხვა დარგებში – ელექტრული წრედების, კრისტალთა მოდულების, მოლეკულათა სტრუქტურის კვლევისას, თამაშთა თეორიაში და პროგრამირებაში, ბიოლოგიაში, ფსიქოლოგიაში და სხვ. ეს თეორია სწრაფ განვითარებას იწყებს XX ს-ის 50-იანი წლებიდან კიბერნეტიკის ჩამოყალიბებისა და გამოთვლითი ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებით. გრაფთა თეორიას დიდი თეორიული და პრაქტიკული გამოყენება აქვს მეცნიერების სხვადასხვა დარგში (ალგებრაში, ტოპოლოგიაში, რიცხვთა თეორიაში, პროგრამირების თეორიაში, ქიმიურ, ტექნოლოგიურ, ეკონომიკურ, სოციოლოგიურ პროცესებში და მრავალი სხვ.).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები