გრეზი ჟან ბატისტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან ბატისტ გრეზი. სოფლის პატარძალი, ან ქორწინება, მომენტი, როდესაც მამა სიძეს მზითევს გადასცემს, 1761; ტილო, ზეთი, 91.4X118.1 სმ. ლუვრი, პარიზი

ჟან ბატისტ გრეზი – (Jean-Baptiste Greuze, 1725-1805) ფრანგი მხატვარი. 1750-იანი წლებში გრეზის შთაგონების წყარო დიდროს მიერ შექმნილი პიესები გახლდათ. პარიზში დიდრომ თეატრალური შემოქმედების სპექტრი გააფართოვა, მან ტრადიციულ ტრაგედიას და კომედიას ბურჟუაზიული დრამა (drame bourgeois) და საშუალო კლასის ტრაგედია (middle tragedy) შემატა, რასაც მოგვიანებით "მელოდრამა" ეწოდა.

ყოველდღიური ცხოვრების მარტივ ამბებზე შექმნილი მორალისტური ხასიათის პიესები ზნეობრიობისა და მოქალაქეობის მაგალითებს იძლეოდა. გრეზის ყოფითი ჟანრის სურათები, როგორიცაა „სოფლის პატარძალი“, დიდროს ბურჟუაზიული დრამის და საშუალო კლასის ტრაგედიის ვიზუალური ანალოგიაა. ამ სურათზე გრეზი მოქმედებას თეატრალიზებულად განათებულ, ვიწრო სცენისმაგვარ სივრცეში გადმოგვცემს. მოხუცებული მამა, სიძისთვის ქალიშვილის მზითვის გადაცემის შემდეგ, თავისი თბილი ოჯახის წევრებს მიმართავს, ნოტარიუსი კი მომხდარს წერილობით აფიქსირებს. ახალგაზრდა წყვილი ხელიხელჩაკიდებული დგას, მაგრამ იგრძნობა, რომ ისინი ერთმანეთს კარგად არ იცნობენ. პატარძლის გვერდით მისი და და დედა არიან გამოსახულნი. ჰოგართის საქორწინო კონტრაქტში ასახული ტყულისა და ანგარებისგან განსხვავებით, გრეზის სურათი გვიჩვენებს, რომ ღირსებისა და სიღარიბის თანაარსებობა სავსებით შესაძლებელია. ამ ტიპის ემოციური, თეატრალიზებული და ზნეობრივი ყოფითი სცენა დიდად დაფასებული იყო გრეზის დროს და საფრანგეთში ადრეკლასიცისტური ისტორიული ჟანრის მხატვრობას უპირისპირდებოდა.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები