გრიგოლი (მანგლელ-თბილელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გრიგოლი (XV ს.) მანგლელ-თბილელი ეპისკოპოსი (1437-1439), მონაწილეობდა ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრების მუშაობაში, სადაც იოანე ეპისკოპოსთან ერთად საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა. კრების მოწვევის მთავარი მიზეზი იყო დასავლეთის და აღმსავლეთის ეკლესიების უნია და ოსმალეთის წინააღმდეგ გაერთიანების საკითხი. დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმაღლესმა ხელისუფლებმა მასში მონაწილეობა არ მიიღეს. კრებაზე აშკარა გახდა, რომ საქართველოს პაპისგან რეალური დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა. გრიგოლმა და საქართველოს წარმომადგენლებმა ეკლესიების გაერთიანების აქტს ხელი არ მოაწერეს.
დ. ნინიძე
ლიტერატურა
- ჟუჟუნაძე ო., XV ს. პირველი ნახევრის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის, კრ.: ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან, 1, თბ., 1970.