გრიგორაშვილი გრიგოლ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გრიგორაშვილი გრიგოლ მაქსიმეს ძე - (18. VII. 1905, ქუთაისი, – 12. VI. 1962, თბილისი), ქართველი მომღერალი (ბანი). საქართველოს სახალხო არტისტი (1958), სსრკ. სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1950).
1928 დაამთავრა თსუ-ს აგრონომიული ფაკულტეტი, 1928-33 სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში (პროფ. ვ. ქაშაკაშვილის კლასი), 1936-62 ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო.
გრიგორაშვილს ჰქონდა ლამაზი ტემბრის, ძლიერი, ყველა რეგისტრში თავისუფლად მჟღერი ხმა. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი პარტია. გადაღებულია კინოფილმ „ჯურღაის ფარში“ (1944).