გრიგორიევი ანდრია
ანდრია გრიგორიევი – (1883-1968 წწ.), რუსეთის ცნობილი გეოგრაფი, აკადემიკოსი;
1907 წ. ლენინგრადის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მან შეისწავლა გეოგრაფია ჯერ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში და შემდეგ კიბერლინის უნივერსიტეტში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იღებდა მონაწილეობას ექსპედიციებში; 1916 წ.923 წ. იმოგზაურა სამხრეთ ურალზე; 1921 წ. ინახულა ბოლშეზემელსკაია ტუნდრის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი; 1925-1926 წწ. ის ხელმძღვანელობდა სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის კომპლექსურ რაზმს, რომელიც შეირჩ იაკუტიის გამოსაკვლევად; 1927 წ. მან ჩაატარა მეცნიერულ-კვლევითი სამუშაოები კავკასიაში გელენჯიკის რაიონში.
შრომები
1) „იაკუტიის გეომორფოლოგიური მიმოხილვა" (სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის გამოცემა);
2) „მიკრორელიეფის შესახებ“ (ჟურნალი „Землядение“, 1925 წ.);
3) „ტყის საზღვრის შესახებ“ (ჟურნალი „Землядение“, 1924 წ.);
4) „ეკონომიური გეოგრაფიის ამოცანები და მეთოდები“ (წერილი კრებულში „Вопросы страноведения“ მ.-ლ.: 1925 წ.: გვ. 18-32);
5) „თეორიული და გამოყენებითი გეოგრაფია, მათი თანამედროვე მდგომარეობა და შემდგომი განვითარების გზები“ („სსრკ-ის ბუნებრივი საწარმოო ძალების შესწავლის კომისიის გეოგრაფიული განყოფილების შრომებში“, – „კეპს“, 21-ე ნაკვეთი, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის გამოცემა, 1930 წ.; ლ.; გვერდი 1-48);
6) „დედამიწის სფეროს ფიზიკურ-გეოგრაფიული გარსის შემადგენლობისა და აგებულების ანალიტიკური დახასიათების ცდა (მ.-ლ.; 1937 წრ.);
7) „საბჭოთა გეოგრაფიის მიღწევები“ (მოხსენება, 1933 წ. პირველ საკავშირო გეოგრაფიულ ყრილობაზე);
8) „დინამიკური ფიზიკური გეოგრაფიის პრობლემები“ (მოხსენება იმავე ყრილობაზე);
9) „დედამიწის სფეროს მორფოლოგიური სტრუქტურის კანონზომიერებათა ძებნაში“
(ჟურნალი „Проблемы физической географии“; მ..-ლ. 1935 წ.; ნაკვეთი II; გვ. 3–-42);
10) „ფიზიკურ-გეოგრაფიულ გარემოს ძირითადი ელემენტების ზოგიერთ ურთიერთობათა და მათი ევოლუციის შესახებ“ (იქვე: მ. ლ. 1936 წ: ნაკვეთი III, გვერდი 3-30);
11) „ეკვატორული სარტყლის ფიზიკურ-გეოგრაფიულ გარემოს ძირითადი ტიპების დახასიათების ცდა“, ნაწ. 1: „ეკვატორული სარტყლის ფიზიკურ-გეოგრაფიულ გარემოს ტიპი“ (იქვე, .1938 წ.; ნაკვეთი, V; გვერდი 3-44);
12) იგივე, ნაწ. II: „ტროპიკული სარტყლის ფიზიკურ-გეოგრაფიულ გარემოს ტიპი“ (იქვე, 1938 წ.; ნაკვეთი VI; გვ. 3-95);
13) იგივე, ნაწ. III: „არქტიკული სარტყლის ხმელეთის ფიზიკურ-გეოგრაფიულ გარემოს ტიპი“ (იქვე, 1939 წ.; ნაკვეთი VII გვ. 3-94) და სხვ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ა.ა. გრიგორიევის მეთოდოლოგიური ხასიათის შრომები.