გრინუეი პიტერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიტერ გრინუეი

პიტერ გრინუეი – (დაიბადა 1945 წელს ნიუპორტში, უელსი, დიდი ბრიტანეთი) — ბრიტანელი მხატვარი, რეჟისორი, მწერალი, მრავალრიცხოვანი გამოფენის კურატორი. თანამედროვე კინემატოგრაფის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი

გრინუეის ქმნილებების სიუჟეტები ხშირად პირობითი, გროტესკული და განზრახ გართულებულია, მაგრამ გულმოდგინე განხილვებით ყველა მათგანში დიდი მოფიქრებულობა მჟღავნდება. მისი შემოქმედების ხშირ თემებს წარმოადგენს ცოცხალის და არაცოცხალის, ქაოსისა და წესრიგის, სიმშვენიერისა და საზიზღრობის, სიმეტრიულისა და არასიმეტრიულის თანაფარდობის პრობლემები.

ფილმოგრაფია:

  • 1980 — „დაცემები“
  • 1982 — „მხატვრის კონტრაქტი“
  • 1985 — „ზოო: ზეტი და ორი ნული“
  • 1987 — „არქიტექტორის მუცელი“
  • 1988 — „დამხრჩვლების ანათვალი“
  • 1989 — „მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და მისი საყვარელი“
  • 1991 — „პროსპეროს წიგნები“
  • 2003 — „ტულს ლუპერის ჩემოდნები“
  • 2007 — „ღამის შემოვლა“
  • 2009 — „ყველაფერი კარგადაა“
  • 2012 — „კომპანია გოლციუსი და პელიკანია“
  • 2013 — „3ხ3D“
  • 2014 — „ეიზენშტეინი გუანაზუატოში“
  • 2009 — „სიყვარულს მუსიკით კვებავენ“

და სხვა.

ჯილდოები:

  • 1988 — „დამხრჩვლების ანათვალი“ (პრიზი მხატვრული წვლილისთვის კანის კინოფესტ.)
  • 2007 — „ღამის შემოვლა“ (ღია პრიზი და მიმო როტელას სახელობის ფონდის პრიზი ვენეციის კინოფესტივალზე)


წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები