გროგი კონიაკით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გროგი კონიაკით
75 გრ კონიაკი;
10 გრ შაქრის პუდრა;
1 ლიმონი.
გაცხელებულ ჭიქაში ჩავყაროთ შაქრის პუდრა, დავასხათ კონიაკი, ჭიქა შევავსოთ მდუღარე წყლით და დავუმატოთ ლიმონის ნაჭერი.
გროგი კონიაკით (II ვარიანტი)
6 ლ წყალი;
1 ლ კონიაკი;
50 გრ შაქარი;
2-3 ლიმონი.
მიხაკი, დარიჩინი, მუსკატი, პილპილი გემოვნებით ავადუღოთ წყალი და ჩავყაროთ რგოლებად დაჭრილი ლიმონი. შემდეგ დავუმატოთ შაქარი, სანელებლები და კიდევ ვადუღოთ. როცა ლიმონი დარბილდება, გადმოვიღოთ ცეცხლიდან და ჩავასხათ კონიაკი.