გროზნოური ცხვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Groznocxvari.PNG

გროზნოური ცხვარი - ცხვრის ჯიში. ამ ჯიშის წარმოქმნაში მონაწილეობა მიიღო ავსტრალიურ მერინოსმა. გროზნოური ცხვარი გავრცელებულია უმთავრესად, ჩრდილო კავკასიაში, გროზნოს ოლქში. პროდუქტიული მიმართულებით ეს ჯიში სამატყლო ჯიშების ჯგუფს ეკუთვნის. კანძის წონა (ნერბებში) 5,0-6,5 კილოგრამია, ყოჩებისაკენ, კი 8,0-10,0 კილოგრამი. სუფთა მატყლის გამოსავალი 45–55°/-ს აღწევს. საუკეთესო ყოჩები 14 კილოგრამამდე მატყლს იპარსავენ. მატყლი ძალიან კარგია, განსაკუთრებით აღსანიშნავია სიგრძე, რაც 7,0—9,0 სანტიმეტრს უდრის, სიმაგრე, ელასტიურობა და გამოთანაბრებულობა. სინაზის მხრივ, მატყლი უმეტესად 64 და 70 ხარისხისაა (ბრადფორდით). ცხიმოფლი, უპირატესად, თეთრია, საკმარისი რაოდენობით იმისათვის, რომ დაიცვას მატყლის ბეწვთა ტექნოლოგიური თვისებები. ამ ჯიშის ცხოველებს მუცელი კარგად აქვთ შებუსვილი მატყლით, რომელიც აქ, ხშირად, ისეთივე გრძელია და ხშირი, როგორც ფერდზე.

ნერბების ცოცხალი წონა 40 -50 კილოგრამია, ყოჩებისა 60-80 კილოგრამი. საუკეთესო ყოჩების ცოცხალი წონა 90 კილოგრამს აღწევს. ცხოველებს მკვრივი, ნაზი კანი აქვთ. კანი კისერზე ნაოჭებს ქმნის, ოდნავ დანაოჭებულია სხეულზედაც. - გროზნოური ჯიშის საუკეთესო ფარები ჰყავთ ჩრდილო კავკასიაში, სამატყლო ტიპის მერინოსის გასაუმჯობესებლად იყენებენ, აგრეთვე ნაზსაწმისიანი ახალი ჯიშების გამოყვანისას.


წყარო

მეცხვარეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები