გრუნტის გამაგრება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გრუნტის გამაგრება – გრუნტის თვისებათა ხელოვნური გარდაქმნა ფიზიკურ-ქიმიური მეთოდებით. გამაგრების შედეგად იზრდება ნაგებობის ფუძის მზიდუნარიანობა, წარეცხვისადმი წინააღმდეგობა და წყალშეუღწევობა, სიმტკიცე და სხვ. გრუნტის გამაგრების ძირითადი ხერხებია: ცემენტაცია, სილიკატიზაცია, ბიტუმიზაცია, გათიხვა, გაფისვა, ელექტროქიმიური და თერმული ზემოქმედება, ხელოვნური გაყინვა. გრუნტის უკუჩაყრა და დატკეპნა, გეოსინთეტიკური ბადეების მოწყობა, ელექტროოსმოსური დაშრობა, ელექტროქიმიური გამაგრება, გამოწვა, ტორკრეტბეტონით და ნაშხეფბეტონით დაფარვა და სხვ.