გრუნტის სილიკატიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გრუნტის სილიკატიზაცია – გრუნტის გამაგრება შენობისა და ნაგებობის ფუძის გასაძლიერებლად ან გრუნტისთვის წყალშეუღწევადობის თვისების მინიჭება ჰიდროტექნიკური შენობებისთვის ფილტრაციის საწინაღო ფარდის მოწყობით. ხორციელდება გრუნტში ნატრიუმის სილიკატის დაჭირხვნით (დანამატების გარეშე) პერფორირებული მილების საშუალებით (ჯდენადი გრუნტებისათვის) ან კოაგულანტის დამატებით (ფოსფორმჟავა).