გუდერიანი ჰაინც
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გუდერიანი ჰაინც ვილჰელმ - (გერმ.Heinz Wilhelm Guderian, 1888–1954), გერმანელი მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი.
II მსოფლიო ომში სარდლობდა სატანკო კორპუსს, სატანკო ჯგუფსა და არმიას (1941 წლის დეკემბრამდე). 1944-45 წლებში სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის უფროსი. „სატანკო” ომის ერთ-ერთი იდეოლოგი. შრომების ავტორი სატანკო ჯარების გამოყენების შესახებ.