გურგენი (ტაშირ-ძორაგეტის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურგენი, კორიკე, კვირიკე I — ტაშირ-ძორაგეტის პირველი მეფე (972-991/996 წწ.). ანისის (შირაკის) სომხური სამეფოს მეფის, აშოტ III მწყალობელის (953-977) უმცროსი ძე. სამფლობელოდ მიიღო ტაშირი, ძორაგეტი, კაენი, კაეწონი და სხვა ტერიტორიები ისტორიულ ქვემო ქართლში. ანისის სამეფოს აქტიური დახმარებით აფართოებდა სამეფოს ტერიტორიას, დაიკავა მთელი ქვემო ქართლი თბილისიდან შამქორამდე და თრიალეთის მთებიდან ბამბაკის ქედამდე. ტაშირ-ძორაგეტის სამეფო საქართველოში სომხური გავლენის ფორპოსტათ იქცა. ახლად წარმოქმნილი სამეფოს ცენტრი სამშვილდე გახდა. გურგენი წყაროებში უკანასკნელად 991 წელს იხსენიება.


ლიტერატურა

  • დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, თბ., 1979; ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის, 1854 №31;
  • თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982

წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები