დავითაშვილების ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დავითაშვილების ციხე - კოშკი, - მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარბის ცენტრში. თარიღდება XV-XVI საუკუნეებით.

აღწერილობა

კოშკი ოთხკუთხაა (6,7 მ X 5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილია ხუთი სართული. სართულშუა ხის გადახურვა და სახურავი ჩანგრეულია. შესასვლელი აღმოსავლეთით, მეორე სართულზე ჰქონდა. ამჟამად კარი აღმოსავლეთით პირველ სართულზეა. ეს სართული სანახევროდ ამოვსებულია მიწით. ჩრდილოეთის კედელზე მიდგმულია კონტრფორსი. კონტრფორსში, მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე, დატანებულია ბუხრები. უფრო მომცრო კონტრფორსები კოშკის სხვა კედლებზეც არის მიშენებული. მესამე და მეოთხე სართულების კედლებში ცალმაგი სათოფურებია.

ბიბლიოგრაფია

  1. კოშკები: კარბი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.174-175. სოფ.კარბში შემორჩენილი კოშკების მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება და დათარიღება.
  2. ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში პირამუდული კოშკები: კარბი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.433-434. ცილინდრული კოშკები: კარბი.-გვ.471-472. XVII საუკუნით დათარიღებული პირამიდული და ცილინდრული კოშკების არქიტექტურული დახასიათება. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.223; ტაბ.178).
  3. კარბი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.თბ.,1990.-გვ.75-76. მოკლე ცნობები სოფ. კარბის მატერიალურ-კულტურული ძეგლების შესახებ (XVII-XVIII საუკუნეების გნოლიძეების, XV-XVI საუკუნის დავითაშვილებისა და XVIII საუკუნის ხუბაშვილების ციხეები; XVII-XVIII საუკუნის პირამიდული და ცილინდრული ტიპის კოშკები; ღვთისმშობლის, წმინდა მარინესა და წმინდა სამების სახ. ეკლესიების აღწერილობა. ტექსტს ერთვის ძეგლების გეგმები და განაკვეთები.
  4. კოშკები //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება.ტ.I.-თბ.,1983.-გვ.177-180. მოკლე ცნობები კარბის კოშკის შესახებ. ტექსტს ერთვის კოშკის სართულების გეგმა.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები