დათუნაობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დათუნაობა – ძველი ხალხური გართობა-თამაშობა. ხევსურეთში ახალ-უხლობას თუ სხვა სალაღობო-საზეიმო თავშეყრისას ვაჟი გამოეწყობოდა ნადირის ტყავში ან გადმობრუნებულ ტყაპუჭში. „დათუნა“ ცდილობდა ისე შენიღბულიყო, რომ ვერავის ეცნო. ტაშფანდურზე აცეკვებდნენ და გამაღიზიანებელ სიმღერას უმღეროდნენ. დათუნა ბაჯ-ბაჯებდა, საოხუნჯო სიმღერებს ბურღდუნებდა, ქალებს აცეკვებდა და საკოცნელად იწევდა. თამაშის დასასრულს წუწავდნენ და ზედ ნაცარს აყრიდნენ.
დ. გოგოჭური