დალი კლდეში მშობიარობს (სიმღერა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„დალი კლდეში მშობიარობს“ – უძველესი სვანური საკულტო-საფერხულო სიმღერა რომელსაც ვრცელი ბალადური ტექსტი ახლავს (დალილ კოჯას ხელღვაჟალე).

ნადირობის ღვთაება დალი მის საყვარელ თეთრ კლდეში მშობიარობს. მგელმა ჩვილი მოიტაცა, მხეცი მონადირემ მოკლა და ბავშვი მშობელს დაუბრუნა. ქალღმერთმა სამაგიეროდ ნადირობის ბედი, ოქროსრქიანი სექტემბრის ჯიხვი მისცა და მთელი გვარის კეთილმფარველობა იტვირთა. ზოგ ვარიანტში მონადირე მეფისა ოქროსრქიანი ჯიხვის შუბლიდან ანასხლეტი ტყვიით იღუპება. ლექსი და სიმღერა შექმნილია წარმართობის პერიოდში, როცა ნადირთა მწყემსსა და მონადირეს შორის ინტიმური კავშირიც შეიძლება არსებულიყო მითოლოგიური წარმოდგენით.

მ. ჩიქოვანი


ლიტერატურა

  • სვანური პოეზია, I, 1939;
  • მ. ჩიქოვანი, ქართული ეპოსი, 1, 1959;
  • ე. ვირსალაძე, ქართული სამონადირო ეპოსი, 1964;
  • ხალხური სიბრძნე, III, 1964;
  • ქართული ხალხური პოეზია, I, 1972.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები