დამტკიცება (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამტკიცება (დასაბუთება)მათემატიკაში და სხვა დედუქციურ მეცნიერებაში – სწორ დასკვნათა მწკრივი, მსჯელობა, რომლის მიზანია რაიმე დებულების, თეორემის ჭეშმარიტების ან მცდარობის დადგენა, რომელიც გამომდინარეობს მოცემული თეორიის წინამძღვრების ჭეშმარიტი საწყისებიდან (აქსიომებიდან).

მათემატიკაში დამტკიცებისადმი წაყენებული მოთხოვნები უკვე მისი განვითარების ადრეულ ეტაპებზე გამომუშავდა, რაც მათემატიკური თეორიის აქსიომატური მეთოდის გამოყენებასთან იყო დაკავშირებული.

კონკრეტულმა დამტკიცებამ შეიძლება გამოიყენოს არა მარტო აქსიომები, არამედ ადრე დამტკიცებული წინადადებებიც.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები