დამწერლობათა ჯგუფებად დანაწილების პრინციპები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამწერლობათა ჯგუფებად დანაწილების პრინციპები - სხვადასხვა არსებულ დამწერლობათა ჯგუფებად დასანაწილებლად და დასახასიათებლად სხვათა შორის მათი ხაზთაშორისი მდებარეობის შესწავლასა აქვს მნიშვნელობა, სახელდობრ იმ საკითხს, თანასწორი სიმაღლისანი არიან ასოები და ორ ხაზს შორის ეტევიან ყველანი, თუ ზოგი ასო ორ ხაზს შუა თავსდება, ზოგს კი თავი ან ბოლო ორ ხაზს ზევით ან ქვევით აქვს აწეულ-ჩამოშვერილი და ამგვარი ანბანისათვის ოთხხაზოვანი ბადეა საჭირო.

ხუცური თუ მხედრული ასომთავრული დამწერლობის ასოები ყოველთვის ორ ხაზს შუა არის ხოლმე მოქცეული და მათი სიგრძე მუდამ ერთნაირია, ხოლო ნუსხა-ხუცურისა და მხედრული ასოები სხვადასხვა სიგრძისანი არიან: ზოგი ორ ხაზს შუა ეტევა როგორც მაგ. , , , , და სხვები, - ზოგს კიდევ ზედა ნაწილიც აქვს, როგორც მაგ. , , , , , , - ან ქვედა ნაწილი აქვს ხოლმე, , , , , , ლ, და სხვ. ან და ზედაცა და ქვედა ნაწილიც აბადია, ქ, წ, ჭ.

არსებობს ასოთა ტანის დანაწილებაც: ყოველ ასოს აქვს თავი და ბოლო. ასოთა ხაზებს დასაწყისისას და დასასრულისა, ან წარზიდულ ხაზებს ასოთა კიდურები ეწოდება.

ოთხხაზოვანი სისტემის დამწერლობაში ზოგ ასოებს შუა ხაზს ზევითი ან ქვეითი ხაზებამდე აქვთ თავი, თუ ბოლო მიბჯენილი, დასასრულ ისეთი ასოებიც არის, რომელნიც მხოლოდ ოთხხაზოვან ბადეში თავსდებიან. ოთხხაზოვანი სისტემის ასოების ნაწილებს სხვადასხვანაირი მნიშვნელობა და თავთავისი აღმნიშვნელი სახელები აქვთ: ასოთა ზედატანი, შუატანი, და ქვედატანი.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ასოთა ასწვრივი, თუ გადახრილი მდებარეობა. ამისდა მიხედვით არსებობს „ასწვრივი დამწერლობა“ და „გადახრილი დამწერლობა“. ზოგიერთ ენათა დამწერლობას ორივე ეხერხებოდა და ორივე იხმარებოდა, ზოგს კი ერთი რომელიმე უფრო ემარჯვებოდა.

საზოგადოდ შეიძლება ითქვას, რომ გადახრილი დამწერლობა თავდაპირველად ჩქარი, გაკრული წერის დროს წარმოიშვა ბუნებრივად ასოთა ურთიერთთან გადაბმის წყალობით.

პალეოგრაფიაში სამს ერთიმეორისაგან განსხვავებული დამწერლობის გვარს არჩევენ:

1. ერთი წარწერების ანუ ეპიგრაფიკული დამწერლობაა, რომელიც ქვაზე, ან ლითონზე, გინდ სხვა რაიმე ნივთიერებაზე ამოჭრის, თუ გამოქანდაკების დროს იხმარებოდა. ასეთ დამწერლობას ეწოდება „ძეგლური ანუ ეპიგრაფიკული დამწერლობა“

2. დამწერლობის მეორე გვარი წიგნებისათვის იყო განკუთვნილი და შედარებით რბილ და მოქნილ საწერ მასალაზე იყო ხოლმე აღბეჭდილი. ამ დამწერლობას ქართულად შეიძლება წიგნური დამწერლობა ეწოდოს

3. მესამე გვარი დამწერლობა მხოლოდ საბუთებისათვის იხმარებოდა მდივანმწიგნობრების მიერ. ამას პალეოგრაფიაში შეიძლება „მდივანმწიგნობრული დამწერლობა“ ეწოდოს

სხვადასხვა დამწერლობათა შორის ანტონ კათალიკოზს მაგ. „ნოტრი-ც“ აქვს მოხსენებული. საბა ორბელიანს ნათქვამი აქვს, რომ ნოტრი არის „წვრილად ნაწერი წერილში“-ო.

გაკრული ხელისა და დამწერლობის აღსანიშნავად საბა ორბელიანის სიტყვით ტერმინი „ნუსხა“-ც ყოფილა მიღებული. მისი განმარტებით „ნუსხა ჩქარად აღწერილი“ არის. ტერმინი ნუსხა, როგორც თავის ადგილას გამორკვეულია, ძველად ავტორის ხელით ნაწერს დედანს ეწოდებოდა…

...ნუსხური დამწერლობა რომ თვალისათვის და წასაკითხავად ასომთავრულზე უფრო ადვილი იყო და ასომთავრულის კითხვა პირიქით საძნელო იყო, ამის დამადასტურებელი ერთი საგულისხმო ცნობა მოიპოვება ტბეთის 1161 წ. ახლო ხანებში დაწერილი სახარების ანდერძში. იქ.პავლე მტბევარს სხვათა შორის ნათქვამი აქვს, რომ ტბეთის საყდრის ხუცესისათვის „მრგლოვანის კითხვა საჭირო იყო და დიდად იჭირვოდეს და დავაწერინე ესე ოთხთავი სრული“-ო ნუსხა-ხუცურად, რომელიც ეტყობა ადვილი წასაკითხი ყოფილა.



წყარო

ივანე ჯავახიშვილი, წ. 3. ნაკვ. 1. ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები