დარტყმამედეგი პოლისტირენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დარტყმამედეგი პოლისტირენი

დარტყმამედეგი პოლისტირენი − მოდიფიცირებული პოლისტირენი, ამორფული მასალა, რომელიც არის სტირენისა და პოლიბუტადიენის (ან სხვა სინთეზური კაუჩუკის) თანაპოლიმერი, აგრეთვე სტირენის პოლიმერების ნარევი. გარეგნულად ჩამოჰგავს ორგანულ მინას. მზადდება ფურცლების სახით, რომელთაც აქვთ გაპრიალებული ან ხაოიანი ზედაპირი. სამშენებლო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა უფერო, რძისფერ და ფერად ფურცლებზე. მექანიკური დაზიანებისგან მასალის დასაცავად ფურცლის ზედაპირზე აკრავენ დამცავ ფირს, რომელიც მონტაჟის შემდეგ ადვილად იხსნება. დარტყმამედეგი პოლისტირენი გამოიყენება სათავსების შიგა შემინვისთვის, დამცავი კონსტრუქციების დასამზადებლად, სავაჭრო და საგამოფენო მოწყობილობებისა და სტენდების წარმოებაში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები