დარჩია სისონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დარჩია სისონა (სიმონ) – (1860-1891), გურული ფირალი. ესე გურიელის ყოფილი ყმა. 80-90 წლ. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე.

დარჩია სისონა თავის ძმასთან ვასილ დარჩიასთან ერთად აქტიურად იბრძოდა თვითმპყრობელური რეჟიმის წინააღმდეგ. გადმოცემათა მიხედვით ძმები დარჩიები უნდა გაფირალებულიყვნენ 1886-87 წწ. მათ უთანხმოება ჰქონდათ გურიელებთან. დარჩია სისონას დევნიდა პოლიცია. რამდენჯერმე გაიქცა სატუსაღოდან (1888 და 1889 წ). 1889 წ. თავდასხმისას მოკლეს დარჩია სისონას ძმა ვასილი. გადმოცემათა მიხედვით, დასაფლავების დღეს სისონამ ძმა დაიტირა. პრესის ცნობებითა და თანამედროვეთა მოგონებებით დარჩია სისონა პატარა ტანის უშიშარი, მოხერხებული და ღონიერი კაცი ყოფილა. ტყვია ვერას ვნებდაო თავადებსა და პოლიციელებში გავრცელებული ყოფილა წყევლა „სისონა შეგხვდეს გზაშიო. ოფიციალური ცნობებით დარჩია სისონა ჯურყვეთში 1891 წლის 25 თებერვალს მოკლა ლანჩხუთის პოლიციის ბოქაულმა ჯაფარიძემ. ხალხური გადმოცემებით კი დარჩია სისონა ავადმყოფობით გარდაიცვალა. ბოქაულმა და მამასახლისმა მიცვალებულს ხანჯალი დაკრეს, ჭრილობაში ქათმის სისხლი ჩაასხეს და ფირალი მათ მოკლულად გაასაღეს. გურიაში შექმნილი და დღემდე გავრცელებულია დარჩია სისონას ლექსების ციკლი. გვხვდება თქმულებები და გადმოცემები. საჩონგურო ლექსებში გამოხატულია ხალხის სიყვარული უშიშარი გმირისაღმი.


ქ. სიხარულიძე


ლიტერატურა

  • მიხ. ჩიქოვანი, ფირალის ეპოსი გურიაში, „მარქსისტული ენათმეცნიერებისათვის“, 1934;
  • ალ. ღლონტი, გურული ფოლკლორი, 1937;
  • ან. ხინთიბიძე, გურული ფირალები, 1938;
  • ქს. სიხარულიძე, კლასთა ბრძოლის ასახვა ქართულ ხალხურ პოეზიაში, „ნარკვევები“, 1, 1958;
  • ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება, III, 1967.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები