დასავლეთი (ევროპის ქვეყნები)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დასავლეთი − ტერმინ დასავლეთს ორი ურთიერთგადამფარავი მნიშვნელობა გააჩნია. ზოგადად ტერმინი ევროპის კულტურულ და ფილოსფიურ მემკვიდრეობას უკავშირდება, რომელიც მიგრაციისა და კოლონიალიზმის შედეგად, დედამიწის სხვა ნაწილებშიც გავრცელდა. მისი ფესვები იუდეო- ქრისტიანული რელიგიიდან და რომისა და საბერძნეთის „კლასიკური“ მოძღვრებებიდან იღებს სათავეს, რამაც თანამედროვე ეპოქაში ლიბერალიზმის იდეებისა და ფასეულობების სახე მიიღო.

ტერმინი აღმოსავლეთი ზოგადად აზიას და საერთოდ, აღმოსავლეთის ქვეყნებს გულისხმობს. უფრო ვიწრო, „ცივი ომის“ დროს გაბატონებული გაგებით, „დასავლეთი“ ნიშნავდა მთელს კაპიტალისტურ ბლოკს, აშშ-ს მეთაურობით და იგი საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ მყოფ „აღმოსავლეთს“ უპირისპირდებოდა. დღეს აღმოსავლეთ ევროპა, ამ გაგებით, უკვე აღარ მიეკუთვნება აღმოსავლეთს, თუმცა გაუგებარი რჩება, ეკუთვნის თუ არა რუსეთი დასავლურ სამყაროს.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები