დეზაფრიკატიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეზფრიკატიზაციააფრიკატის გადაქცევა მარტივ თანხმოვნად, რედუქციის ერთ-ერთი სახეობა. დეაფრიკატიზაცია შეიძლება წარიმართოს ორი გზით: ერთი მხრივ, სპირანტული ელემენტის დაკარგვის, შესაბამისად მარტივ ხშულთა მიღების და, მეორე მხრივ, ხშულობის ელემენტის დაკარგვის, სპირანტიზაციის გზით. ქართულში ეს პროცესები გავრცელებულია დიალექტებში. მაგ., გურულსა და აჭარულში გვხვდება წ > ტ: სტავლა < სწავლა, სტორეთ < სწორედ, სასტავლებელი < სასწავლებელი და მისთ. უფრო ხშირია აფრიკატთა სპირანტიზაციის შემთხვევები. მაგ. ძ > ზ საკმაოდ გავრცელებულია ინგილოურში – ზაღლი < ძაღლი... იმერხეულში – ძალუან < ძალიან, ზმა < ძმა; დეაფრიკატიზაციის შემთხვევები არასისტემურად გვხვდება იმერულში, კახურში, ხევსურულში, ფერეიდნულში…

ნ. იმნაძე


ლიტერატურა

  • ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., 1949 (1998);
  • ქობალავა ი. აფრიკატიზაციისა და დეაფრიკატიზაციის პროცესები იბერიულ-კავკასიურ ენებში. – „იკე“, IX-X, თბ. 1958.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები