შიზოფრენია ჰებეფრენიული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დეზორგანიზებული შიზოფრენია-დან)
შიზოფრენია, ჰებეფრენიული - (F20.1), (schizophrenia, hebephrenic), მოზარდის ან ადრეულ მოწიფულობის ასაკში განვითარებული შიზოფრენიის ფორმა. ჰებეფრენული შიზოფრენია ასევე ცნობილია დეზორგანიზებული შიზოფრენიის სახელწოდებით. ამ ფორმისთვის დამახასიათებელია აზროვნებისა და ემოციური სფეროს პათოლოგია. გუნებ-განწყობა ცვალებადია, ხოლო ქცევები უმეტესად მოულოდნელი და აშკარად „სულელური“. ბოდვები და ჰალუცინაციები პერიოდული და არასისტემატიზებულია. ხშირია მანერულობა, მეტყველება ქაოტური და დაუკავშირებელია. ნეგატიური სიმპტომები ადრე იჩენს თავს და განაპირობებს ცუდ პროგნოზს.
სინონიმი