დემეტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დემეტრ-ი და გისანე (სომხ. Դեմետր և Գիսանե) – ძველსომხურ ღვთაებათა პანთეონის პერსონაჟები. მითის თანახმად, ძმები დემეტრი და გისანე, რომლებსაც თავიანთი მმართველი განურისხდა, ინდოეთიდან სომხეთში გამოქცეული თავადები არიან. მეფე ვაღარშაკი მათ უბოძებს თარონის ქვეყანას (ტერიტორია თანამედროვე თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში), სადაც ძმები ქალაქ ვიშაპს აარსებენ. 15 წლის შემდეგ მეფე დემეტრსა და გისანეს კლავს, ხოლო თარონის მმართველობას გადასცემს მათ სამ ვაჟს, რომლებიც კარკეს მთაზე თავიანთი მამა-ღმერთების სტატუეტებს დგამენ და მათ მსახურებას თავიანთ გვარს ავალებენ. რამდენადაც გისანე გრძელთმიანი იყო, მისი კულტის მსახურები თმებს გრძლად უშვებდნენ. ხდებიან რა ქრისტიანები, თავიანთი რწმენის სახსოვრად შვილებს უკეთებენ. სახელი დემეტრი, როგორც ჩანს, ქალღმერთ დემეტრას უკავშირდება (სომხები მას ზოგჯერ სანდარმეტს უწოდებდნენ). უეჭველია, რომ რაიონში, სადაც დემეტრისა და გისანეს კერპები იდგა, ძველი სომხები ღვთაება სანდარმეტ-დემეტრს ეთაყვანებოდნენ, ხოლო, რამდენადაც სანდარმეტი სომხურში „მიწას, მიწის წიაღ, ჯოჯოხეთს“ აღნიშნავს, ეს ადგილი ჯოჯოხეთის კარიბჭედ ითვლებოდა. სახელი გისანე („გრძელთმიანი“) თავდაპირველად დემეტრის ეპითეტი უნდა ყოფილიყო, მოგვიანებით კი დამოუკიდებელ პერსონაჟად – დემეტრის ძმად – იქნა გადააზრებული.


ლიტერატურა

  • Арутюнян С. Б. Деметр и Гисанэ // Мифы народов мира. Т. I. М., 1980;
  • მისივე, Мифология // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები