დემოგრაფიული რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დემოგრაფიული რუკა – (demographical map), მოსახლეობის, მისი განლაგების, შემადგენლობის, რიცხოვნობის, აღწარმოების, მიგრაციების რუკები. მათი თემატიკა მრავალფეროვანია, მოიცავს: შობადობას, მოკვდაობას, სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურას, ქორწინებას, განათლებას, დასაქმებას და სხვ. მათთან დაკავშირებულია ეთნოგრაფიული რუკები.