დეპრესია მშობიარობის შემდგომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეპრესია, მშობიარობის შემდგომი (F53.0), (depression, posnatal) მშობიარობის შემდეგ აღმოცენებული, ჩვეულებრივ, ტრანზიტული მდგომარეობა აფექტური აშლილობებით. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

მშობიარობის შემდეგ, რამდენიმე კვირის მანძილზე ქალთა დაახლოებით 10 პროცენტს აღენიშნება ნაკლებად მძიმე დეპრესიული აშლილობა, რომელიც, თავის მხრივ, გაცილებით უფრო ხშირია, ვიდრე სამშობიარო ფსიქოზი. უფრო მეტად ფიქსირდება დაღლილობის შეგრძნება, გაღიზიანებადობა და შფოთვა, ვიდრე გუნებ-განწყობის დეპრესიული ცვლილებები. ასევე, გვხვდება ფობიკური სიმპტომებიც. პაციენტების უმრავლესობის გამოჯანმრთელებას დაახლოებით 2-6 თვე სჭირდება.

სარჩევი

ეტიოლოგია

კლინიკურმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ამგვარი აშლილობები მოწყვლად დედებში პროვოცირებულია ფსიქოლოგიური ადაპტაციით მშობიარობის შემდგომი პერიოდის მიმართ, უძილობითა და მძიმე დატვირთვით, რასაც ბავშვზე ზრუნვა მოითხოვს. ემპირიული მონაცემები ნაკლებად ადასტურებს ამ აშლილობათა ბიოლოგიური საფუძვლის არსებობას. ძირითად რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ადრე გადატანილი დეპრესია (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას თან ერთვის სამეანო გართულებები) და სოციალური ხასიათის პრობლემები.

მართვა

მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობის შემდეგ ქალები სამედიცინო და სხვა სახის მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან, მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მრავალი ფაქტი არ არის აღრიცხული, ხოლო მათი დადგენის შემთხვევაში, არ არის ნამკურნალევი. აქედან გამომდინარე, მათ, ვისაც დედისა და ჩვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა აკისრიათ, განსაკუთრებული სიფხიზლე მართებთ, რათა არ გამორჩეთ დეპრესიის განვითარება. ანტიდეპრესანტებით მკურნალობასთან ერთად, არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას. ქალების უმრავლესობისთვის ეფექტურია მკურნალობა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, სადაც მათ აღმოუჩენენ მხარდაჭერას და დაეხმარებიან პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში. ქალების მცირე ნაწილს სჭირდება ანტიდეპრესანტებით მკურნალობა და მხოლოდ ერთეულები (მძიმე და რთული პრობლემების მქონე პირები) საჭიროებენ ფსიქიატრის დახმარებას.

ბავშვებზე ზეგავლენა

პოსტნატალური დეპრესია მძიმედ აისახება ბავშვის ურთიერთობაზე დედასთან და მის ადრეულ კოგნიტურ და ემოციურ განვითარებაზე (Stein et al., 1991). ნეგატიური შედეგები ბავშვობის გვიანდელ პერიოდზე ნაკლებადაა ცნობილი.


სინონიმი

postpartum depression

იხილე აგრეთვე

მშობიარობის შემდგომი აშლილობა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები