დეპრესიული ნევროზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეპრესიული ნევროზი - (F34.1), (depressive neurosis), არასაკმაოდ ზუსტი ტერმინი, პირველად შემოტანილი ფსიქოანალიზის თეორიის კონტექსტში (ქარაქტეროლოგიური დეპრესია). მოგვიანებით ტერმინმა არაერთი მნიშვნელობა შეიძინა, რომელთა შორის ბევრი ან არ შეესაბამება, ან ეწინააღმდეგება ფსიქოდინამიკის დებულებებს.

ტერმინი „დეპრესიული ნევროზი“ გულისხმობს, რომ სახეზე არ არის ენდოგენური დეპრესიის სიმპტომები ან ნიშნები; არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სტრესულ მოვლენასთან ან სიტუაციასთან; თვით პიროვნული ორგანიზაცია (მოწყობა) არის დეზადაპტაციური. დაკვირვება ადასტურებს, რომ არ არსებობს ჰომოგენური კლინიკური მთლიანობა, რომელიც ყველა ამ კრიტერიუმს შეესაბამება.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები