დეპრესიული რაიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეპრესიული რაიონი - (depressed area), გეოგრაფიული ზონა ან რაიონი, რომელიც გაცილებით მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია, ვიდრე ქვეყანა მთლიანად. „დეპრესიულობის” ინდექსად ყველაზე მეტად გამოიყენება უმუშევართა წილი შრომისუნარიანთა მთლიან რიცხოვნობაში. ამასთან, გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობის სხვა ინდექსებიც, მათ შორის, ეკონომიკური ზრდის ტემპები და შემოსავლები მოსახლეობის ერთ სულზე. მოსახლეობის გადინება რეგიონიდან აგრეთვე განიხილება როგორც დეპრესიული რაიონის მახასიათებელი. ბევრ ქვეყანაში მთავრობა ატარებს რეგიონულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია დეპრესიული რაიონების ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები