დესანტის გადასხმის საცეცხლე მხარდაჭერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დესანტის გადასხმის საცეცხლე მხარდაჭერა - იწყება სადესანტო-გადასასხმელი საშუალებების გადასხმის პუნქტებთან იმ მანძილზე გასვლით, რომლიდანაც მოწინააღმდეგეს შეუძლია პირდაპირი დამიზნების ცეცხლით დესანტის მეწინავე ქვედანაყოფებზე ეფექტური ზემოქმედება. ხორციელდება ამ მიზნებისთვის გამოყოფილი ავიაციით, საცეცხლე მხარდაჭერის ხომალდებით და დესანტში მყოფი არტილერიით. ძირითადი ძალისხმევა მიმართულია მოწინააღმდეგის დაზიანებაზე უშუალოდ ნაპირზე და მისი თავდაცვის უახლოეს სიღრმეში.