დეცესიური კომპლექსები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეცესიური კომპლექსები – (ლათ. Decessio წასვლა, დაშორება), ორი თანხმოვნის ისეთი მიმდევრობა, როდესაც პირველი თანხმოვანი უფრო წინა წარმოებისაა, ვიდრე მომდევნო. ასეთია ქართულში ბღ, ფხ, ჰყ, სქ, შხ, ტკ და სხვ. მიჩნეულია, რომ ასეთ კომპლექსებში შემავალ თანხმოვანთა არტიკულაცია მიისწრაფვის ერთჟამიერობისაკენ (გ. ახვლედიანი). დეცესიურ კომპლექსებში ნავარაუდევია არა მხოლოდ საერთო ხშვა, არამედ განხშვაც (ს. ჟღენტი).

ქართული ენისათვის სპეციფიკურად ითვლება ხშულ თანხმოვანთა დეცესიური წყვილები, რომლებსაც ჰარმონიულ ჯგუფებს უწოდებენ. ამ კომპლექსების ორივე თანხმოვანი ჰეტერორგანულია, ხოლო მჟღერობა – სიერუის მიხედვით ჰომოგენური: ორივე მჟღერი, ასპირირებული ან აბრუპტივია. გამოყოფენ ჰარმონიულ წყვილთა ორ სისტემას – A და B (გ. ახვლედიანი, ნ. ქუთელია). მათ საერთო აქვთ პირველი კომპონენტი: ხშულთა და აფრიკატთა სამეულები – ბ-ფ-პ, დ-თ-ტ, ძ-ც-წ; განსხვავებულია მეორე კომპონენტი: A სისტემაში გვხვდება ხშულთა მეხუთე სამეულის წევრები გ-ქ-კ, B სისტემაში კი – სპირანტები ღ-ს და ყ.

111.PNG







(აბგა, ფქვა, აპკი, ადგა, თქვა, ტკივილი, ძგერა, ცქერა, წკირი, ჯგუფი, ჩქარი, ჭკუა, ბღავის, ფხა, პყრობა, დღე, თხა, ტყე, ძღოლა, ცხელი, წყა-ლი, ჯღაბნა, ჩხირი, ჭყივის)

ჰარმონიული კომპლექსების A და B სისტემებს აჯგუფებენ პირველი კომპონენტის მიხედვითაც, რაც მიზანშეწონილად არის მიჩნეული აღნიშნულ კომპლექსთა დიაქრონიული კვლევისათვის (გ. როგავა):

2222.PNG





აქცესიური და დეცესიური კომპლექსების ექსპერ. შესწავლის საფუძველზე შესაძლებელია ჰარმონიული კომპლექსების სპეციფიკად კოარტიკულაციის ხარისხის მიჩნევა, რომელიც ჰარმონიულ კომპლექსებში მეტია, ვიდრე აქცესიურებში.

ნ. იმნაძე



ლიტერატურა

  • ახვლედიანი გ. „ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები“, თბ., 1949;
  • ჟღენტი ს., ქართული ენის ფონეტიკა, თბ., 1956;
  • როგავა გ. დეცესიურ ჰარმონიულ კომპლექსთა სისტემისა და ისტორიისათვის ქართველურ ენებში. – „მაცნე“, 1965, M92;
  • იმნაძე ნ., ხშულთა ჰარმონიული კომპლექსების შესახებ ქართულში. – „იკე“, XXIV, თბ., I985;

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები