დიალა-მალხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დჲალა-მალხ-ი (ვაინ. Даьла-Малх) – მზის პერსონიფიკაცია, მზე-ღმერთი ვაინახურ მითოლოგიაში; არის მამრობითი სქესის; ჰყავს დედა – მჲალხა-ნანა, დაჲ – მოჟი, ქალიშვილი – აზა, ანუ მჲალხა აზა; ცხოვრობს ზღვაში, საიდანაც დილაობით ამოდის; წელიწადში ორჯერ, ზაფხულისა და ზამთრის ბუნიობის პერიოდში, სტუმრობს დედას, რომელთანაც ზამთარში სამი დღე-ღამე რჩება, ზაფხულში კი – სამი კვირა. მართალია, მზესა და მთვარეს სხვადასხვა დედები ჰყავთ, მაგრამ მაინც ძმებად ითვლებიან.

ბ. დალგათი წერს, რომ ინგუშები „...ეთაყვანებიან მზეს. ქმნიან მასზე მითებს და კეთილდღეობას ვედრებიან. ისინი მას კეთილ ღვთაებად მიიჩნევენ. მზე დიდ როლს თამაშობს სხვა ღმერთების სახელობის, თითქმის, ყველა დღესასწაულში; ყველა ლოცვა მიმართულია მზისკენ, აღმოსავლეთისკენ, ყველა მლოცველიც აღმოსავლეთით იყურება; ბუდურლომის მთის სიმაღლიდან ისინი ღამით მოკრძალებით აკვირდებიან, თუ როგორ ამოდის მზე ...“


ლიტერატურა

  • Антология ингушского фольклора. Т. 4. Нальчик, 2006;
  • Далгат Б. Первобытная религия чеченцев и ингушей. Нальчик, 2004;
  • Кодзоев Н. Д. Астрономия и мифы ингушей // Лавровский сборник. Материалы XXXVIII и XXXIX среднеазиатско-кавказских чтений 2014-2015 гг. СПб., 2015;
  • Акиева П. Х. Архетипическое в этнокультуре ингушей (на материале мифологии, нартского эпоса и обрядов жизненного цикла). Дисертация на соискание степени доктора исторических наук. Махачкала, 2016.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები