დიალოგი (ლიტერატურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დიალოგი – ლიტერატურასა და ფოლკლორში ფართოდ გავრცელებული გასაუბრების ფორმა. წარმოშობით ფოლკლორულია. ამას ადასტურებს დიალოგების სიმრავლე უძველეს საწესჩვეულებო ნაწარმოებებში. დიალოგზეა აგებული, მაგალითად, ისეთი არქაული ხალხური ნაწარმოებები, როგორიცაა; „წუხელი სიზმარი ვნახე“, „მოდი, ვნახოთ ვენახი“, „ქალი ხვარამზე“ და სხვ. დიალოგები უხვად გვხვდება აგრეთვე უძველეს ეპოსში („ამირანიანი“) სვანურ საფერხულო-საკულტო ბალადებში, კაფიაში, გალექსება-გაშაირებაში და ზღაპრებში. დიალოგის, როგორც მხატვრული მოვლენის გენეზისი უკავშირდება საწესჩვეულებო მოქმედებას და სიმღერის შესრულების უძველეს წესებს.