დიდი სმადა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დიდი სმადა – სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ახალციხის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1130-1260 მ სიმაღლეზე, ახალციხე-ადიგენის საავტომობილო გზის ჩრდილოეთით, ქ. ადიგენიდან 5 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 379, რომელთა 99 % ქართველია (2002). ფართოდ იყო გავრცელებული ვაზი ხარისთვალა თეთრი.