დიკეარხი
დიკეარხი – (ბერძ. Δικαίαρχος, დ. დაახლოებით 365 ძვ.წ., მესინა - გ. ძვ.წ 300 წლის შემდეგ), ძველი ბერძენი პერიპატეტი ფილოსოფოსი და მეცნიერი. არისტოტელეს მოწაფე, ცხოვრობდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში.
მან პირველად გაზომა მერიდიანის რკალი ლიზიმახიასა და სიენას შორის; რკალი განსაზღვრული იქნა მერიდიანის 1/15. ამის საფუძველზე „დიკეარხმა განსაზღვრა სიგანე, რომელიც ცნობილი იყო, უძველეს ხანაში მეროედან პოლარულ წრემდე 40.000 სტადიად (ატიკური სტადიის სიგრძე უდრიდა 177,6 მეტრს). მანძილი ჰერკულესის სვეტებიდან (გიბრალტარის სრუტე) განგის შესართავამდე მან განსაზღვრა 60.000 სტადიით“ (ფრ. დ ანემანი „История естествонания“, ტ. 1). დიკეარხსვე ეკუთვნის ჰიპოთეზა ქედების უწყვეტ რიგებზე, რომელიც აზიის ხმელეთს მთელ სიგრძეზე დასავლეთიდან აღმოსავლეთით ყოფს ორ ნაწილად.