დისფაგია
დისფაგია — დისფაგია არის ყლაპვის გაძნელება და საყლაპავის დაავადებების ძირითადი კლინიკური ნიშანი. როდესაც ყლაპვა მტკივნეულია, მას ოდინოფაგიას ვუწოდებთ. დისფაგიური მოვლენები, თავიდან, შეიძლება გამოხატული იყოს მხოლოდ მკვრივ საკვებზე. შემდეგ, ეს ნიშნები შესაძლოა გავრცელდეს და გამოიწვიოს ყველანაირი საკვების და წყლის მიღების შეჩერება – აფაგია. ამ დროს, მოზრდილ პაციენტებში შეინიშნება სწრაფი დასუსტება და წონის დაგდება. ჩვილ ბავშვებში, ასევე გვხვდება ჰიპერსალივაცია და გადაცდენები. როდესაც დისფაგიური მოვლენები იწყება მკვრივი საკვების მიღების დროს და უარესდება პროგრესულად, სავარაუდოა საყლაპავის ორგანული დაზიანების არსებობა. ხოლო თუ საქმე გვაქვს ე. წ. პარადოქსალურ დისფაგიასთან, როდესაც მკვრივი საკვები კარგად გადადის და, მაგალითად, წყლის მიღება არის გაძნელებული, აქ უნდა ვივარაუდოთ სპაზმური ეტიოლოგია.
პატარა ბავშვებში ასეთი დისფაგიის არსებობა ხშირია და გამოიხატება:
- — ჰიპერსალივაციით და „დადორბლილი“ პირით;
- — ღამის გადაცდენებით და საჭმლის რეგუგრგიტაციით;
NOTA BENE
|